00:30 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-06 15:04:02, 1733 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე: კონსულტაციები გადაწყვეტს, იქნება თუ არა პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარე

 „წინასწარ ვერ გეტყვით, ამას კონსულტაციები გადაწყვეტს, რომელიც უკვე დაწყებულია“,-ასე უპასუხა საპარალამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტის კითხვას - იქნება თუ არა პრეზიდენტი  საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარე.

თალაკვაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა გონვირულ დროში დასრულდება.

„ამაზე მუშაობა დაიწყება. უნდა იყოს და იქნება კიდეც ჩართული რა თქმა  უნდა პირველ რიგში ყველა ის  ინსტიტუტი, რომელსაც ეს პირდაპირ უკავშირდება და ასევე ყველა დაინტერესებული მხარე, რომელსაც შეუძლია რაღაც წვლილი შეიტანოს. პრეზიდენტი როგორც ინსტიტუტი იქნება ჩართული, ყველა ვისაც შეუძლია წვლილი შეიტანოს საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაში  და საკონსტიტუციო რეფორმაში“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მანვე დასძინა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე  არის ძალიან გამოცდილი კონსტიტუციონალისტი, რომელსაც აქვს პროგრესული და მკაფიო ხედვა, თუ როგორ უნდა წარიმართოს ამ სფეროში სამუშაო პროცესი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics