|
2016-11-26 18:42:03, 1112 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სუბარი: "ენმ"-ს წევრებმა თავისთვის, პატარა ჯოჯოხეთი მოაწყვეს და თვითონვე იხრუკებოდნენ მის ცეცხლში
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა თავისთვის პატარა კუთხეში ჯოჯოხეთი მოაწყვეს და თვითონვე იხრუკებოდნენ მის ცეცხლში, - ასე გამოეხმაურა ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატი სოზარ სუბარი პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გუშინდელ გამოსვლას. როგორც სუბარმა აღნიშნა, დღეს უმცირესობის წევრები ბევრად უფრო საგნობრივ საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას. “მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ბოლომდე ასე გაგრძელდება საპარლამენტო განხილვა. დღეს პირველად როდესაც, ოპოზიციის მხრიდან კითხვები არის საგნობრივი და არა რაღაც უაზრო ბრალდებები რასაც, გუშინ ჰქონდა ადგილი. არ მჯერა, რომ მათგან რამე კონსტრუქციულობა მოსალოდნელია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს თავშეკავებულად იქცეოდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელმა ქცევამ გამახსენა, რომ იმუქრებოდნენ ჯოჯოხეთად ვაქცევთ პარლამენტსო. მოაწყვეს თავისთვის პატარა კუთხეში ჯოჯოხეთი და იხრუკებოდნენ მის ცეცხლში თვითონვე”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)