19:09 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 15:15:21, 1325 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კვირიკაშვილი ფოფხაძეს: მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ პროცესებში მთავრობა ვერ და არ ჩაერევა

მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ პროცესებში არ ვერევით, ეს მთლიანად პროკურატურის და სასამართლოს პრეროგატივაა, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატ გედევან ფოფხაძის შეკითხვას, რომელიც წინა ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნების საკითხით დაინტერესდა, რომლებიც მართლმსაჯულების წინაშე არ წარმდგარან.   

„მთავრობა არ ერევა გამოძიების პროცესში. გამოძიების პროცესს წარმართავს პროკურატურა. ზოგიერთი საქმე არის სასამართლოში, ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი მაღალჩინოსნის მიმართ გამოყენებული იქნება თავისუფლების აღკვეთის ზომა, ამიტომ ჩვენ ამ პროცესებში ვერ ჩავერევით, არ ვერევით და ეს არის მთლიანად პროკურატურის და სასამართლოს პრეროგატივა“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ მთავრობას მიმართა, ყველა ქმედითი ნაბიჯი გადადგას იმისთვის, რომ წინა ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ და სამართლებრივი პასუხი აგონ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics