20:29 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 19:36:10, 1113 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე: მჯერა, კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის სფეროში

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა.

თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდი  მსოფლიოს იმ ნაწილს უერთდება, რომელიც ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ მტკიცედ დგას:

„2014 წლიდან ხელისუფლებამ რეალური ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით, შედეგად ორნახევარჯერ გაიზარდა მსხვერპლთა მომართვიანობა, მათთვის სერვისების მოცულობა, 10-ჯერ გაიზარდა შემაკავებელი ზომების მიღება პოლიციისა და სასამართლოს მხრიდან და 40%-დან 90 %-მდე გაიზარდა მოძალადეთა სისხლის სამართლებრივი დევნის მაჩვენებლები. 500-ზე მეტი ქალი შეუერთდა პოლიციის რიგებს და ჩაერთო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩატარდა საგანმანათლებლო შეხვედრა და ამ სამუშაოს გაწევისთვის მთავრობასთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად,  მსურს მადლობა ვუთხრა  არასამთავრობო სექტორს, დონორ ორგანიზაციებს და მედიას. მჯერა,  ჩვენ კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ ამ სფეროში“,-განაცხადა არჩილ თალკაკვაძემ უმრავლესობის სხდომაზე, სადაც ამწუთებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს უსმენენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics