17:16 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 15:05:00, 1041 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი: არ მეყოფა დრო, ვისაუბრო იუსტიციის სამინისტროს როლზე ვიზალიბერალიზაციის პროცესების დადებითად დასრულებაში

არ მეყოფა დრო, ვისაუბრო იუსტიციის სამინისტროს როლზე, ვისაუბრო იმაზე, თითოულმა საჯარო მოხელემ რა გააკეთა ვიზალიბერალიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესების დადებითად დასრულებისათვის, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა მე-9 მოწვევის პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.

 „იუსტიციის სამინისტრო, ძალიან ბევრი მიმართულებით, მთლიანად მთავრობა, მუშაობდა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისთვის, მუშაობდა ვიზალიბერალიზაციის ტექნიკური დავალებების შესრულების წარმატებით დასრულებისთვის, რაც 2015 წლის დეკემბერში ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურების მიერ იქნა აღიარებული. მე, რა თქმა უნდა, არ მეყოფა ის დრო, რაც მაქვს მოცემული, რომ იუსტიციის სამინისტროს როლზე ვისაუბრო, თითოულმა საჯარო მოხელემ რა გააკეთა იმისთვის, რომ ეს პროცესი დადებითად დასრულებულიყო. თქვენ როგორც იცით, ბურთი ახლა არის ევროკავშირის მოედანზე და ველოდებით მათ პასუხს. ჩვენი მხრიდან კი შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საქართველომ, ქართველმა ხალხმა და მის მიერ არჩეულმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს პროცესი წარმატებული ყოფილიყო“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics