2016-11-24 13:23:05, 1942 ნახვა
სამართალი კომენტარი
თეა წულუკიანი: ქალების ე.წ. წინადაცვეთა სპეციალური მუხლით დაისჯება
„ქალების ე.წ. წინადაცვეთა სპეციალური მუხლით დაისჯება", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა მე-9 მოწვევის პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.
„სტამბულის კონვენციას მალე წარმოგიდგენთ რატიფიკაციისათვის, რომელიც თქვენ ყველამ იცით − ეს არის ძალიან სქელი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. 20-მდე კანონი შეიცვლება და, არსებული რეალობიდან გამომდინარე, რამდენიმე დღის წინ ჩვენ მასში ჩავამატეთ ქალების გენიტალიების დამახინჯების მუხლი, რომელიც კრიმინალიზებული უნდა იყოს სწორედ სპეციალური მუხლით", − განაცხადა თეა წულუკიანმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან