2016-11-10 13:09:36, 1007 ნახვა
კომენტარი სამხედრო
აპატურაი: ნატო-საქართველოს სწავლება საკვანძო მოვლენაა, ხანგრძლივ და ღრმა თანამშრომლობაში
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი „ნატო-საქართველო 2016"-ის დაწყებას მიესალმება.
ამის შესახებ აპატურაი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„ეს არის საკვანძო მოვლენა ნატო-საქართველოს ხანგრძლივ და ღრმა თანამშრომლობაში, რაც შემდგომში ძლიერი თავდაცვისადმი, ასევე ნატო-ს ოპერაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობებისადმი საქართველოს ერთგულების აღიარებაა. ეს ასევე ასახავს ალიანსის მხარდაჭერას, დაეხმაროს სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაში და ჩვენი ძალების ერთობლივ მომზადებაში”, - განაცხადა აპატურაიმ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან