11:42 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-03 15:58:07, 1028 ნახვა

კომენტარი
გვარამია: მზად ვიყავით, ინფორმაციის სანაცვლოდ ფინანსური და პირადი გარანტიები მიგვეცა ახვლედიანისთვის

ჩვენ მზად ვიყავით, ინფორმაციის სანაცვლოდ ფინანსური და პირადი გარანტიები მიგვეცა მამუკა ახვლედიანისთვის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტომა, ნიკა გვრამიამ დღეს გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, დღეს გავრცელებულ საუბარს გაგრძელება აქვს. 

„დღეს გავრცელებულ საუბარს კიდევ აქვს გაგრძელება, სადაც კიდევ უფრო კონკრეტდება ყველაფერი.  როდესაც მედია მიდის ე.წ. ვისელბლოუერთან, რომელიც ამბობს, რომ აქვს სისტემური დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები,  უნდა განცხადება გააკეთოს და მედიისგან ითხოვს ხელშეუხებლობის, ფინანსურ გარანტიებს, ბუნებრივია, რომ მედია ამაზე წამსვლელია. ჩვენც მზად ვიყავით, იმ ვითარებაში, მით უმეტეს, როდესაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იყო, ფინანსური და პირადი უსაფრთხოების გარანტიები მიგვეცა არა მხოლოდ მისთვის. ბევრი ადამიანი იყო ასეთი, რომელმაც ასეთი ტიპის გარანტიები მიიღო. მათ შორის, ისინი, ვინც ის ინფორმაციები გაამჟღავნა „რუსთავი“ 2-ში, რომელიც თქვენ მოსმენილი გაქვთ მთელი ამ წლების განმავლობაში“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

შეგახსენებთ, რომ მამუკა ახვლედიანისა და ნიკა გვარამიას ჩანაწერში, გვარამია  მამუკა ახვლედიანს ეუბნება ასეთ ფრაზას - "რა უნდა კაცო მაგის იმედს, ეს არ არის რთული".

როგორც გვარამიამ დღეს განმარტა, ამ ფრაზაში სწორედ ფინანსურ უზრუნველყოფას გულისხმობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics