17:17 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-04 13:12:11, 2082 ნახვა

სამართალი კომენტარი
ქეთევან ერემაძე: პრინციპულად არასწორია, როდესაც პოლიტიკოსები ასე უაპელაციოდ ესხმიან თავს მოსამართლეებს

პრინციპულად არასწორი მგონია, როდესაც პოლიტიკოსები ასე უაპელაციოდ და თავგამოდებით ესხმიან თავს მოსამართლეებს,  - ასე უპასუხა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ერემაძემ პოლიტიკურ წრეებში მათი მისამართით გაკეთებულ შეფასებებს.

როგორც ერემაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე, ისევე როგორც ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შიდაკონსულტაციებს გამართავს.

„პრინციპულად არასწორი მგონია, როდესაც პოლიტიკოსები ასე უაპელაციოდ და თავგამოდებით ესხმიან თავს მოსამართლეებს და აიძულებენ მათ, თავი ჩაიყენონ თავის მართლების რეჟიმში. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით რა თქმა უნდა გვექნება შეხვედრა, გავივლით კონსლუტაციებს მოსამართლეები ერთმანეთთან, განვიხილავთ ყველა საკითხს, თუ კიდევ დარჩა კითხვის ნიშნები. კონკრეტულმა მოსამართლეებმა გავავრცელეთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ჩვენ რატომღაც გვეგონა, რომ ეს იქნებოდა საკმარიის. როგორც ჩანს კითხვები დაინტერესებულ პირებს ჯერ კიდევ აქვთ, ამიტომ შევეცდებით ყველა საკითხი დეტალურად გავიაროთ“,- განაცხადა ქეთევან ერემაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics