12:53 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-23 11:56:02, 575 ნახვა

რეგიონი
გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს იოსებ ოქრომელიძესა და გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შორის, სოფლად არსებული ვითარების გაცნობის მიზნით შეხვედრა გაიმართა.

შიდა ქართლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით,  მოქალაქეებმა, რომელებიც მუნიციპალიტეტის რვა სოფლს წარმოადგენდნენ, მხარის რწმუნებულს დასახლებებში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების შესახებ უამბეს.

 იოსებ ოქრომელიძემ შეხვედრაზე მყოფი თითოეული მოქალაქის შეკითავას ამომწურავად უპასუხა.

 აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის მიერ წარმოჭრილი პრობლემური საკითხების უმრავლესობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას,სარწყავი და სასმელი წყლების საკითხის მოგვარებას და გაზიფიცირების მოთხოვნას შეეხებოდა.

იოსებ ოქრომელიძის თქმით, მოსახლეობის მიერ დასახელებული პრობლემების უმრავლესობა 2017 წლამდე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით სრულად იქნება გადაჭრილი.

ამასთან,  მანვე აღნიშნა, რომ თემში არსებული პრობლემების იდენთიფიცირებისა და გადაჭრისთვის მოქალაქეთა აქტიურობა და ჩართულობა აუცლებელია.

რაც შეეხება საკითხებს, რომელიც ამ დრომდე გუბერნატორის ადმინისტრაციისთვის ცნობილი არ იყო, იოსებ ოქრომელიძემ მოსახლეობის მიერ გაჟღერებული თითოეული პრობლემა მოინიშნა და უახლოეს პერიოდში მათ ამ საკითხების გარკვევას და კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერას დაპირდა.

ცნობისთვის, შეხვედრა, საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის“ პროექტის, „აქტიური და გამჭვირვალე თვითმმართველობა შიდა ქართლში“ ფარგლებში მოეწყო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics