|
2016-04-27 17:21:20, 779 ნახვა
ეკონომიკა
გვენეტაძე: ლარის კურსის მკვეთრმა გამყარებამ, შესაძლოა, იმპორტის გაიაფება და ექსპორტის გაძვირება გამოიწვიოს
ლარის კურსის მკვეთრმა გამყარებამ შესაძლოა იმპორტის გაიაფება და ექსპორტის გაძვირება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, საქართველოში დღესდღეობით მოქმედებს ლარის გაცვლის მცურავი, ანუ "თავისუფალი" კურსი. მისივე თქმით, ეროვნული ბანკის მანდატი არის ფასების სტაბილურობა. ეროვნული ბანკის ინტერვენციები დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო მცირდებოდა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ეს ინტერევენციები მომავალში, ალბათ, კიდევ უფრო უნდა შემცირდეს, ”რის შემდეგაც კურსი უფრო თავისუფალი იქნება და უფრო კარგად ასახავს ბაზრის მდგომარეობას”. ”ასევე იმ შემთხვევაში, როცა ეროვნული ბანკი ინტერევენციებს ახორციელებდა, ამას ხელი არასდროს შეუშლია ლარის კურსის ბუნებრივ მიმართულებაზე - ანუ შესაძლებელი იყო გარკვეულწილად შემცირებულიყო გამყარების ტემპი, მაგრამ მიმართულება ასევე გრძელდებოდა. ზოგადად, არ არის კარგი არც ძალიან მკვეთრი გამყარება და არც გაუფასურება. როგორც მოგეხენებათ, ლარის მკვეთრმა გამყარებამ შესაძლოა გამოიწვიოს იმპორტის გაიაფება, ექსპორტის გაძვირება, რამაც შესაძლოა, ისევ უკან დაგვაბრუნოს. ასე, რომ ეროვნული ბანკი მის გადაწყვეტილებებში დაეყრდნობა იმას, რომ გაცვლითი კურსი არის მცურავი და ინტერვენციები, რომელიც განხორციელებული იქნება, მიმართულია იმისკენ, რომ დიდი რყევები აღმოფხვრილი იქნას”, - განაცხადა გვენეტაძემ. მისივე თქმით, გასულ წელს და წლის დასაწყისში ეროვნულ ბანკს რეზერვების გაყიდვა მოუწია და მისი შევსებაც აუცილებელია, ამიტომ ეს პერიოდი კარგ დროს წარმოადგენს რეზერვების შევსებისთვის, რაც მოხდა კიდეც ბოლო ერთი თვის განმავლობაში. კობა გვენეტაძეს თქმით, არც ერთი ცენტრალური ბანკი, სადაც მცურავი გაცვლითი კურსი მოქმედებს, ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით პროგნოზს არ აკეთებს. ”ჩვენ ვაკვირდებით ყველა იმ ფაქტორს, რომელმაც შეიძლება იქონიოს გავლენა გაცვლით კურსზე. დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ თუ რამე მნიშვნელოვანი შოკები არ მოხდა, ლარის კურსთან დაკავშირებით ძალიან დიდ ცვლილებებს არ ველოდებით”, - განაცხადა გვენეტაძემ.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)