12:55 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-18 20:47:51, 725 ნახვა

სპეციალური ანონსი
19 აპრილს სპეციალური ანონსი

19 აპრილს, 11:00 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და აჭარის მთავრობას შორის ეკომიგრანტთა ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაზე წვდომასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდება. ხელშეკრულებას ხელს სოზარ სუბარი და არჩილ ხაბაძე მოაწერენ. 
მის.: ბათუმი, გამსახურდიას ქ. N9 , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობა

19 აპრილს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა პრესკონფერენციას გამართვს, რომელზეც უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე სამწლიან მუშაობას შეაჯამებს. 
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივ.ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

19 აპრილს, 11:30 საათზე, სახალხო დამცველის ოფისთან სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის წინააღმდეგ სასულიერო და საერო პირების მონაწილეობით საპროტესტო, ლოცვითი აქცია გაიმართება. 
მის. ნინო რამიშვილის ქ.#6

19 აპრილს, 13:00 საათზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება და „შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტს“ გააცნობს.
მის.: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, წიგნის სახლი „ლიგამუსი“ 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics