15:33 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 15:02:35, 788 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო ტურისტული გამოფენა დაათვალიერა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო ტურისტული გამოფენა საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ ოფიციალურად გახსნა.

სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პრემიერმა საგამოფენო სტენდები დაათვალიერა და მის მონაწილეებს გაესაუბრა. გამოფენაში წელს 68 ქვეყანა და ორგანიზაცია მონაწილეობს, რომლებიც საქართველოს გარდა, წარმოადგენენ ესტონეთს, ლატვიას, ბელარუსს, თურქეთს, ინდონეზიას, ყაზახეთს, ტაილანდსა და უკრაინას.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტურიზმის განვითარება საქართველოს ერთერთი მთავარი პრიორიტეტია.

„ჩვენ შევიმუშავეთ ტურიზმის განვითარების სტრატეგია, რომლის თანახმადაც დღეს არსებული 5,9 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორის რაოდენობა 11 მილიონამდე უნდა გაიზარდოს. ყოველი ასეთი გამოფენა ამ მიზნის მიღწევას ხელს უწყობს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა ტურიზმის სფეროში მოღვაწე ყველა კომპანიას სთავაზობს შესანიშნავ შესაძლებლობას,  წარმოაჩინონ და შესთავაზონ პროდუქცია და მომსახურება, ყველა დაინტერესებულ პირს, ასევე  ფართო საზოგადოებას. მისი განცხადებით, ესაა ადგილი იმისათვის, რომ შეისწავლონ საქართველოში ტურიზმის  ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები და მიიღონ პირდაპირი წვდომა მონაწილეებთან და მომწოდებლებთან ტურიზმის სექტორიდან  საქართველოსა და მთელი მსოფლიოდან.

საერთაშორისო ტურისტული გამოფენა 16 აპრილამდე გასტანს. მისი მხარდამჭერები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თბილისის მერია, დაცული ტერიტორიების სააგენტო და National Tourism Awards. გამოფენა წარმოადგენს მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მომსახურებებს, ასევე  მრავალ სხვა ამ სფეროსთან დაკავშირებულ პროდუქტს. წლევანდელი გამოფენა თბილისში მე-18-ჯერ იმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics