22:03 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-06 20:45:37, 302 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევი ბიზნესცენტრში მიიღო

საქართველოში ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი სახელისუფლებო პარტიის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს თბილისში, ბიზნესცენტრში ეწვია. შეხვედრის ამსახველი კადრები, რომელშიც საუბარი არ ისმის, პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული მშვიდი და სტაბილური ვითარების მხარდაჭერისთვის, ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გამოწვევებით აღსავსე გარემოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ორი ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელებმა მაქსიმალური ძალისხმევის ფასად შეინარჩუნონ მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ „საქართველო კვლავ არის ღია აზერბაიჯანული ინვესტიციებისთვის“.

პრესსამსახურის ცნობითვე, ილჰამ ალიევმა ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის:

„აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, სტაბილური და საინტერესო ადგილი ინვესტიციებისთვის. პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა ორმხრივ პროექტებზე, ენერგეტიკული დერეფნის მნიშვნელობასა და საქართველოს აქტიურ ჩართულობაზე აზერბაიჯანული ბუნებრივი რესურსების ექსპორტის პროცესში.

ილჰამ ალიევმა დაადასტურა მზაობა, რომ ერთობლივად გაგრძელდეს მუშაობა რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებისათვის. ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში დასრულებულია“.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის სტუმრობის დროს ბიზნესცენტრში იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მისი სამთავრობო გუნდი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
12-13 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics