2016-03-31 16:51:28, 696 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადურმა და კორეის ვიცე პრემიერ-მინისტრმა შემოსავლების საკითხებზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს
31 მარტს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და კორეის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრმა, სტრატეგიისა და ფინანსთა მინისტრმა, იუ ილ ჰომ საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
ფინანსტა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
შეხვედრას საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში ნიკოლოზ აფხაზავა ესწრებოდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან