01:30 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-30 22:38:09, 1815 ნახვა

კომენტარი
ოცნების პრემიერი - ყველას კიდევ ერთხელ უნდა მივცეთ გაფრთხილება, თავი შეიკავონ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობისგან

ყველას კიდევ ერთხელ უნდა მივცეთ მეგობრული გაფრთხილება, თავი შეიკავონ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობისგან და ისეთ სქემებში მონაწილეობისგან, რომლებიც დაფინანსებულია ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ უცხოური სპეცსამსახურების მიერ, -  ამის შესახებ"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო პროპაგანდას განუცხადა.

კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ ეს არის უცხოური სპეცსამსახურების სქემა. 

„ამაზე ჩვენ მანამდე ღიად არ ვსაუბრობდით, თუმცა ახლა შეგვიძლია უკვე თამამად და ღიად ვისაუბროთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. გასაკვირი ისიც არ არის, რომ ამ უნივერსიტეტში, თავის დროზე 1 ლარად მითვისებულ უნივერსიტეტში ხორციელდება ასეთი გეგმები. გახსოვთ, რომ თავის დროზე ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრმა მიითვისა 1 ლარად უნივერსიტეტი, რაც იყო თავისი არსით, თავისი შინაარსით კრიმინალური ქმედება. არ გვიკვირს, რომ ამ უნივერსიტეტში ხორციელდება ეს ყველაფერი. ეს არის უცხოური სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული პროექტი, რომელსაც წარმატებით განხორციელება არ უწერია. ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ ყველა, მოერიდონ ასეთ გეგმებში მონაწილეობას. განსაკუთრებით, ყველა უნდა მოერიდოს ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილეობას.როდესაც წინა აქციებში მონაწილეობდნენ კონკრეტული ადამიანები ძალადობრივ ქმედებებში, მათ შეეფარდათ 2 წლით და მეტი თავისუფლების აღკვეთა. აქედან გამომდინარე, ყველას კიდევ ერთხელ უნდა მივცეთ მეგობრული გაფრთხილება, თავი შეიკავონ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობისგან და ისეთ სქემებში მონაწილეობისგან, რომლებიც დაფინანსებულია ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ უცხოური სპეცსამსახურების მიერ. თქვენ ნახეთ, უცხოური სპეცსამსახურების ასეთმა სქემამ რა მდგომაროებამდე მიიყვანა ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა, რომელიც დღეს არის თავიდან ბოლომდე ჩამოქცეული, როგორც სახელმწიფო", -  განაცხადა ირაკლი კობაიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics