18:45 - 11 Apr, 2026
|
2025-09-15 09:43:58, 1249 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი - შვიდი ომი შევაჩერე, მაგრამ ეს რთული აღმოჩნდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ შვიდი ომი შეაჩერა, თუმცა ეს პროცესი მარტივი არ ყოფილა. ტრამპის თქმით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს, შორის პირადი დამოკიდებულებაა ყველაზე დიდი დაბრკოლება მათი შეხვედრისთვის. „ზელენსკის და პუტინს ერთმანეთი ისე სძულთ, რომ ლაპარაკიც კი უჭირთ“, — განაცხადა ტრამპმა. კითხვაზე, იქნება თუ არა შემდეგი ნაბიჯი სამმხრივი სამიტი, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ფორმატს მნიშვნელობა არ აქვს. „მოლაპარაკებები იქნება — სამიტს დავარქმევთ თუ უბრალოდ შეხვედრას, მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ალბათ, მე მომიწევს ჩართვა, რადგან მათ ერთმანეთი ისე სძულთ, რომ თითქმის ვერ საუბრობენ“, — აღნიშნა ტრამპმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)