17:17 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-10 10:24:35, 1071 ნახვა

მსოფლიო
მაკრონმა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად ლეკორნიუ დანიშნა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა, რომ მან პრემიერ-მინისტრად თავისი ერთგული თანამოაზრე, თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნიუ დანიშნა, რითაც გააქარწყლა მოლოდინი, რომ ის მემარცხენე კანდიდატს აირჩევდა.

ის საფრანგეთის მეხუთე პრემიერ-მინისტრია ორ წელზე ნაკლებ დროში. ორშაბათს პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა ფრანსუა ბაირუს მთავრობას, რომლის მიზანიც ქვეყნის გაბერილი ვალის შერბილება და ხარჯების 44 მილიარდი ევროთი (51,51 მილიარდი აშშ დოლარით) შემცირება იყო.

39 წლის ცენტრისტის, ლეკორნუს დანიშვნა აჩვენებს, რომ მაკრონი აპირებს უმცირესობის მთავრობაზე დაყრდნობას, რათა გააგრძელოს ბიზნესისთვის ხელსაყრელი რეფორმების პროგრამა, რომელიც კომპანიებსა და მდიდრებს გადასახადებს შეუმცირებს და საპენსიო ასაკს გაზრდის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics