03:49 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-19 14:07:09, 943 ნახვა

კომენტარი
ბაია პატარაია: ვხედავთ, რომ სახელმწიფოს ჩვენი დაცვის ბერკეტი არ გააჩნია

აუცილებელია, მსგავსი კიბერდანაშაულის აღკვეთისთვის სახელმწიფო სტრატეგია შემუშავდეს, - ამის შესახებ „ქალთა მოძრაობის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ კამპანიის „ეს შენ გეხება“ საპროტესტო აქციაზე, ფარული ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პატარაიამ აღნიშნა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა საქართველოში სერიოზულად ირღვევა.

„ჩვენ გვინდა, რომ აქამდე მსგავსი ტიპის დანაშაულები, რომლებიც არ გამოიძიეს, ახლა გამოიძიონ. ჩვენ გვინდა, რომ გამოძიება იყოს დამოუკიდებელი და ასევე მიგვაჩნია, რომ საჭიროა უცხოელი სპეციალისტების ჩართვა ამ პროცესში. ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფოს ჩვენი დაცვის ბერკეტი არ გააჩნია. აუცილებელია სახელმწიფო სტრატეგია შემუშავდეს მსგავსი კიბერდანაშაულის აღკვეთისთვის. ჩვენ ვითხოვთ ეფექტური გამოძიების წარმოებას“, - განაცხადა ბაია პატარაიამ.

ცნობისთვის კამპანიის „ეს შენ გეხება“ საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მიემართებიან. სამოქალაქო სექტორის მთავარი მოთხოვნაა, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების საქმის გამოძიება, საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, კანონმდებლობის გამკაცრება და სამართალდამცველთა შესაძლო დანაშაულის შესასწავლად დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნა.

აქციაზე 300 ზე მეტი ადამიანია შეკრებილი. მობილიზებულია პოლიცია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics