|
2025-06-24 16:53:28, 624 ნახვა
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების გამოცდას 2030 წლისთვის შეძლებს
რუსეთი ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების გამოცდას 2030 წლისთვის შეძლებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჰააგაში, ნატო-ს სამიტის დაწყებამდე გამართულ ფორუმზე განაცხადა. „ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გამოცდას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შეძლებს. 2030 წლისთვის ევროპას ყველაფერი უნდა ჰქონდეს, რაც შეკავებისთვის საჭიროა“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მისი თქმით, სამხედრო მარაგების შეძენის მიზნით ევროკავშირი „ხელსაყრელ პირობებს“ როგორც ორგანიზაციის ფარგლებში, ასევე მის გარეთაც შექმნის. „მთელი ევროპა ცვალებადი საერთაშორისო რეალობის წინაშე დგას. წარმოების გაზრდა რეკორდულ დროში მოვახერხეთ. ევროპის თავდაცვამ საბოლოოდ გაიღვიძა“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)