|
2025-06-23 20:23:01, 589 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - აშშ-ის ბირთვული წყალქვეშა ნავები ყველაზე მძლავრი და მომაკვდინებელი იარაღია, რაც ოდესმე შექმნილა
სწორად თუ გავიგე, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, მედვედევმა თავისუფლად მოიხსენია სიტყვა „ბირთვული“ და თქვა, რომ ის და სხვა ქვეყნები მიაწოდებდნენ ბირთვულ ქობინებს ირანს? მართლაც თქვა ეს, თუ ეს უბრალოდ ჩემი ფანტაზიაა? თუ მართლაც თქვა ეს და დადასტურდება, გთხოვთ, მაცნობოთ დაუყოვნებლივ. სიტყვა ბირთვულს არ უნდა მოეპყრო ასე თავისუფლად. ვფიქრობ, ამიტომაა პუტინი „ბოსი“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. ამასთან, როგორც ტრამპი აღნიშნავს, აშშ-ის ბირთვული წყალქვეშა ნავები ყველაზე მძლავრი და მომაკვდინებელი იარაღია, რაც ოდესმე შექმნილა. „სხვათა შორის, თუ ვინმე ფიქრობს რომ ჩვენი ტექნიკა, რაც უქმე დღეებში გამოვიყენეთ, კარგი იყო, ვიტყვი, რომ ყველაზე ძლიერი და საუკეთესო აღჭურვილობა, რაც გვაქვს, კიდევ 20 წლით წინაა ყველაზე, ესაა ჩვენი ბირთვული წყალქვეშა ნავები. ისინი ყველაზე მძლავრი და მომაკვდინებელი იარაღია, რაც ოდესმე შექმნილა და ახლახან გაუშვეს 30 ტომაჰავკი. 30-ვემ სრულყოფილად მიაღწია სამიზნეებს. ასე რომ, ჩვენი შესანიშნავი გამანადგურებელი პილოტების გარდა, მადლობა კაპიტანსა და ეკიპაჟს“, – წერს ტრამპი. ცნობისთვის, მანამდე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ „ზოგიერთი ქვეყანა მზადაა, ირანს მიაწოდოს საკუთარი ბირთვული ქობინები“. მედვედევი ამგვარად გამოეხმაურა აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)