13:35 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-21 11:22:12, 844 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - აუცილებელია, რომ უკრაინამ ოთხ რეგიონში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები აღიაროს

აუცილებელია, რომ უკრაინამ ოთხ რეგიონში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები აღიაროს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა Sky News Arabia-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, „დარწმუნებულია, რომ უკრაინელი ხალხის უმრავლესობა რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებით არის დაინტერესებული”.

„აუცილებელია, რომ უკრაინამ ოთხ ცნობილ რეგიონში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები აღიაროს. აუცილებელია, რომ რუსეთთან ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნების მიმართ თავისი ინტერესი აღიაროს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, „აუცილებელია უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი ნაცისტური ელემენტების აღმოფხვრა“.

„აუცილებელია უკრაინის ნაცისტური ხასიათისა და უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი ნაცისტური ელემენტების აღმოფხვრა. მესამე მხარეები უკრაინის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებით არიან დაინტერესებულები და არა კონფლიქტის დასრულებით. უკრაინა უკეთეს ბედს იმსახურებს და რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი მესამე მხარეების ინსტრუმენტი არ უნდა იყოს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics