03:52 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-07 12:34:51, 1429 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ არ ვართ ბავშვები პუტინთან ერთად საბავშვო პარკში, ის მკვლელია, რომელიც პარკში ბავშვების მოსაკლავად მოვიდა

ჩვენ არ ვართ ბავშვები პუტინთან ერთად საბავშვო მოედნის პარკში, ის მკვლელია, რომელიც პარკში ბავშვების მოსაკლავად მოვიდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ეიბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ადამიანებს, რომლებიც ათასობით მილის დაშორებით არიან, არ შეუძლიათ უკრაინელების ტკივილის შეგრძნება და გაგება.

„საქმე პრეზიდენტ ტრამპში არ არის, არამედ ნებისმიერ ადამიანში, რომელიც ათასობით მილის დაშორებით, ამ ქვეყანაში არ იმყოფება. მათ ამ ტკივილის სრულად განცდა და გაგება არ შეუძლიათ“- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 631 ბავშვი დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics