22:05 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-23 15:34:49, 854 ნახვა

მსოფლიო
ვიქტორ ორბანი - თუ უკრაინას ევროკავშირში შემოვუშვებთ, ყველა რესურსს ღრუბელივით შთანთქავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დაგეგილ გამოკითხვაში უნგრელები მხარს დაუჭერენ მთავრობის პოზიციას და ხმას უკრაინის ბლოკში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცემენ.

მედიის ინფორმაციით, ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინას, გრძელვადიან პერსპექტივაში, სურს მილიონიანი არმიის შენარჩუნება და ევროპელებს მოუწევთ ამ არმიის შენახვის დაფინანსება იმის ნაცვლად, რომ საკუთარი, დასავლეთ ევროპის შეიარაღებული ძალები გააძლიერონ.

„უნგრეთს სურს უკრაინის ევროკავშირის მიღმა დატოვება, რადგან თუ ჩვენ მას ევროკავშირში შემოვუშვებთ, ყველა რესურსს ღრუბელივით შთანთქავს“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა უკრაინიდან მომდინარე ენერგეტიკულ საფრთხეზე და უკმაყოფილება გამოთქვა ევროკავშირის განზრახვაზე, უარი განაცხადოს რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვაზე.

ორბანის თქმით, რუსეთიდან მიღებული გაზისა და ნავთობის გარეშე, უნგრეთს სხვა წყაროებიდან მიღებული გაზისთვის წელიწადში დამატებით 800 მილიარდი ფორინტის გადახდა მოუწევს. მისი გათვლებით, უნგრელებს ელექტროენერგიისთვის ორჯერ მეტის გადახდა მოუწევთ, გათბობის გადასახადი კი ოთხჯერ გაიზრდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics