17:06 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-15 18:55:07, 1199 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებებზე დელეგაციას თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით აგზავნის

უკრაინა სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის დელეგაციას გააგზავნის. ამის შესახებ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სტამბოლში რუსული დელეგაციის შემადგენლობა მოლაპარაკებებისადმი მოსკოვის “არასერიოზულ დამოკიდებულებაზე” მეტყველებს, ვინაიდან, მასში არავინ არაა, ვინც რუსეთში რეალურად იღებს გადაწყვეტილებებს.

“ამის მიუხედავად, რუსული დელეგაციის საკმაოდ დაბალი დონის მიუხედავად, მაგრამ პრეზიდენტი ტრამპის, თურქეთის დელეგაციის მაღალი დონის და პრეზიდენტ ერდოღანის მიმართ პატივისცემიდან გამომდინარე - და მაინც, დეესკალაციის, ცეცხლის შეწყვეტის მხრივ თუნდაც პირველის ნაბიჯების მიღწევის სურვილით - გადავწყვიტე სტამბოლში ჩვენი დელეგაცია გავგზავნო”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უკრაინელი მაღალჩინოსნების ნაწილი გაემგზავრება, რომელთაც თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს, თუმცა შეხვედრაზე არ იქნებიან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მეთაური და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი.

“დღის წესრიგს რაც შეეხება, ნომერ პირველი მანდატი მათ ექნებათ - ცეცხლის შეწყვეტა. ისინი გაფრინდებიან”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ ეჭვი ეპარება მოლაპარაკებების შედეგებში, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ რუსები "თუნდაც რამის დემონსტრირებას მოახდენენ".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics