|
2025-05-15 14:34:45, 602 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ჩემი პრიორიტეტია კონფლიქტების დასრულება და არა მათი დაწყება
როგორც პრეზიდენტის, ჩემი პრიორიტეტია კონფლიქტების დასრულება და არა მათი დაწყება, მაგრამ მე არასდროს მოვერიდები ძალის გამოყენებას, თუ ეს აუცილებელია ამერიკის შეერთებული შტატების ან ჩვენი პარტნიორების დასაცავად, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კატარში, ალ-უდეიდის საჰაერო ბაზაზე ვიზიტის დროს განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ჯარისკაცების მადლობა გადაუხადა და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ძალების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „როდესაც საფრთხე გვემუქრება, ამერიკის სამხედროები ჩვენს მტრებს უპასუხებენ ამაზე ფიქრის გარეშე. ჩვენ გვაქვს დაუძლეველი და დამანგრეველი ძალა. ვამაყობ, რომ ამერიკელი ვარ“, - განაცხადა მან. ცნობისთვის, ალ-უდეიდის საჰაერო ბაზა ერაყსა და ავღანეთში აშშ-ის ომების დროს მთავარი საწვრთნელი ბაზა იყო, სადაც ამჟამად დაახლოებით 8 000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)