11:43 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-13 13:21:09, 919 ნახვა

მსოფლიო
მიხაილო პოდოლიაკი - ვოლოდიმირ ზელენსკი სტამბოლში მხოლოდ ვლადიმერ პუტინს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სტამბოლში მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილო პოდოლიაკმა გადაცემა The Breakfast Show-თან კომენტარში განაცხადა.

კითხვაზე, შეხვდება თუ არა ზელენსკი რუსეთის ფედერაციის სხვა წარმომადგენლებს 15 მაისს სტამბოლში, თუ ვლადიმერ პუტინი იქ არ ჩავა, პოდოლიაკმა უპასუხა : „არა, რა თქმა უნდა არა. ეს ფორმატი არ არის“.

მისი თქმით, რუსეთში ხელისუფლების სტრუქტურა ყველასთვის აშკარაა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინის გარდა სხვა ვინეს, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ან რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს რაიმე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ჰქონდეთ.

„მხოლოდ პუტინს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები ომის გაგრძელების ან შეჩერების შესახებ“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, სხვა ფორმატში ნებისმიერი შეხვედრა უაზროა და მხოლოდ დროს გააჭიანურებს.

პოდოლიაკმა ასევე განმარტა, თუ როგორ შეძლებს ზელენსკი პუტინთან პირისპირ შეხვედრის გამართვას იმის გათვალისწინებით, რომ მასთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე აკრძალვაა დაწესებული.

„ვფიქრობ, რომ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ამ გადაწყვეტილებაში ცვლილებები შევა“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტამბოლში 15 მაისს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შეთავაზებით გამოვიდა. აღნიშნულის საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს თურქეთში 15 მაისს პირადად დაელოდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics