16:39 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-11 11:01:01, 860 ნახვა

მსოფლიო
ემანუელ მაკრონი პუტინის შეთავაზებაზე - პირველი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯია

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადება უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ პირველი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯია, - ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს.

„პირველი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯია. უპირობო ცეცხლის შეწყვეტას წინ არ უძღვის მოლაპარაკებები“, - განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ პუტინი „გამოსავალს ეძებს, მაგრამ მაინც დროის მოგება სურს“.

შეგახსენებთ, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, უნდა მოხდეს ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი კიევს სტამბოლში 15 მაისს პირდაპირი მოლაპარაკებების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განახლება შესთავაზა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics