12:53 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-26 16:04:16, 1126 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის დაზვერვის მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთი უკრაინის საკითხის 2026 წლამდე დასრულებას გეგმავს

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) დირექტორის მოადგილის, ვადიმ სკიბიცკის თქმით, რუსეთი გეგმავს, რომ "უკრაინის საკითხი" 2026 წლამდე დაასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-სა და ჩინეთს ვერ წამოეწევიან.

სკიბიცკის თქმით, რუსეთს პროგნოზირებული აქვს 15 შესაძლო კონფლიქტის სცენარი, რომელიც შეიძლება 2045 წლამდე მოხდეს. აქედან ექვსი ჩრდილოეთ ევროპას უკავშირდება. 

"ჩრდილოეთ ევროპას ესმის, ესმით ბალტიის ქვეყნებს. ესმის პოლონეთს. მხოლოდ პოლონეთზე შესაძლო სამხედრო კონფლიქტის ოთხი სცენარია. პოლონეთს ახლა ესმის, რომ ეს უშუალო საფრთხეა." - თქვა სკიბიცკიმ.

სკიბიცკის თქმით, რუსეთს უკრაინაში ომის დასრულება 2026 წლამდე სურს, რათა მომავალში ჩინეთთან და აშშ-სთან გათანაბრება შეძლოს.

"ამ დოკუმენტებში რუსეთის ფედერაციამ ხაზგასმით განსაზღვრა - უკრაინული საკითხი 2026 წლისთვის უნდა დასრულდეს, რადგან თუ ომი კიდევ 5-10 წელი გაგრძელდება, რუსეთის ფედერაცია ვერასდროს შეძლებს დაეწიოს და დადგეს იგივე საფეხურზე, როგორზეცაა აშშ და ჩინეთი." - თქვა უკრაინის სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსანმა.

სკიბიცკის თქმით, უკრაინის როლი მნიშვნელოვანია ახალი ევროპული უსაფრთხოების სისტემის შესაქმნელად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics