13:53 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-02 15:44:49, 1294 ნახვა

რეგიონი
რუსეთმა აფხაზეთის ე.წ. საარჩევნო უბანზე თავდასხმის შემდეგ ტერორიზმის მუხლით საქმე აღძრა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია РИА Новости-ს ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთ ე.წ. საარჩევნო უბანზე შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მუხლით, მათ შორის ტერორიზმის მუხლით, აღძრა. 

ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სვეტლანა პეტრენკომ გააკეთა.

"გამოძიების კომიტეტმა რუსეთის მოქალაქეების, რომლებიც ასევე აფხაზეთის მოქალაქეობას ფლობენ, წინააღმდეგ ჩადენილი სამართალდარღვევებისა და დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეები რამდენიმე მუხლით, მათ შორის ტერორიზმის მუხლით, აღძრა" - თქვა პეტრენკომ.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის რწმუნებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისა და შემდგომი ხმების დათვლის პროცესის დროს "ახალი თავდასხმები მოხდა რუსეთის მოქალაქეებზე".

"დაფიქსირებულია სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნისა და ხმის მიცემის პროცესისთვის ხელის შეშლის რამდენიმე ფაქტი — კერძოდ, საარჩევნო ურნების დაზიანების გზით. ერთ-ერთ შემთხვევაში სამართალდამცავების მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაიხსნა" - ამბობს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელი.

მისი თქმით, თავდამსხმელთა ნაწილი დაკავებულია, ხოლო ერთ-ერთი მათგანის ვინაობა დადგენილია. თავმდასხმელის სახელუ ნურიკ სმირია. რუსეთის საგამოძიებუო კომიტეტის ინფორმაციით, ის "აფხაზური ძალოვანების საპასუხო ცეცხლის შედეგად დაიჭრა" და ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი. პეტრენკოს თქმით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების პროცესი გრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics