05:40 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-29 17:42:35, 796 ნახვა

ომი უკრაინაში
მედვედევი ზელენსკიზე - გზააბნეული პერსონაჟია, რომელიც კიდევ გააგრძელებს პათოლოგიურად ტყუილს

გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ამჟამინდელი მომენტისა და ე.წ. უკრაინის ხელისუფლების უფლებამოსილების ამომწურავი დახასიათება წარმოადგინა. მოლაპარაკებები შესაძლებელია, მაგრამ აშკარაა, რომ რუსეთი მათთვის საკმაოდ განსაზღვრული პირობების შემთხვევაში არის მზად. დარეხვილი კიეველი ჯამბაზი უბრალოდ არალეგიტიმური გახდა - ამის შესახებ თქვა რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა რუსულ სამთავრობო მედიასთან, РИА Новости-სთან რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე საუბრისას.

,,მან კენჭისყრით ხელახლა არჩევაც შეიძლება სცადოს, მაგრამ ეს მისთვის უკიდურესად სახიფათოა: ის ან ვინმე (ვალერი) ზალუჟნისთან წააგებს, ან მის სუსტ, ბრძოლაში მყოფ ფიგურას ანგლო-საქსონი გროსმაისტერები უბრალოდ საჭადრაკო დაფიდან აიღებენ.

ესე იგი, ეს გზააბნეული პერსონაჟი გაქონილ მწვანე მაისურში კიდევ გააგრძელებს პათოლოგიურად ტყუილს, მოლაპარაკებების დაწყების სხვადასხვანაირად გაწელვასა და 18 წლისების ომში გაგზავნას" - განაცხადა დმიტრი მედვედევმა

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის "ხალხის გამოყოფა" შეუძლია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics