2015-02-16 11:54:27, 848 ნახვა
მსოფლიო
ფედერიკა მოგერინი: რუსეთი საერთაშორისო საკითხებში პარტნიორად დარჩება
რუსეთი საერთაშორისო საკითხებში პარტნიორად დარჩება,-ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საკითხებში უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.
"რუსეთი დარჩება პარტნიორად მრავალი საერთაშორისო საკითხის მოგვარებაში. მათ შორის ტერორიზმთან ბრძოლაში. ახლო აღმოსავლეთის საკითხის დარეგულირებაში, ირანთან მოლაპარაკებებსა და სირიის საკითხებში მისი წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია",-განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან