2016-03-04 18:39:44, 639 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ბიუჯეტში ცვლილებები ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს
ბიუჯეტში ცვლილებები ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს 2016 წლის ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკვშირებით განუცხადა.
“ბიუჯეტში ცვლილება თავისთავად ითვალისწინებს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ცნობისთვის, ხელისუფლება 2016 წლის ბიუჯეტის კორექტირებას აპირებს, რომელიც მათი თქმით, საგადასახადო კოდექსში ცვლილებების ამოქმედებას უკავშირდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან