11:28 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 12:32:16, 648 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტს ქენან ილდირიმს და გაერთიანების სხვა წევრებს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-თურქეთის ბიზნეს-ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრაზე ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ვიზიტის შესახებ, რომელიც 24-25 თებერვალს თურქეთში შედგა. აღინიშნა იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელთაც ორივე ქვეყანა მიიღებს დღეს არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უფრო ეფექტიანი ამოქმედების შემდეგ.

ასევე, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ თბილისში უახლოეს პერიოდში ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვედრას გამართავს ქართულ-თურქული ასოციაციის წევრ ბიზნესის წარმომადგენლებთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics