14:04 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 14:46:51, 672 ნახვა

ეკონომიკა
ვერტმფრენების თურქულ კომპანიას მესტიის საკურორტო ზონაში ფრენების განხორციელების ნებართვა მიენიჭა

მესტიაში „Heli-skiing” ტურების ორგანიზებასა და ტურისტული ჯგუფების მომსახურებას თურქული კომპანია „GUNEYDOGU HAVACILIK ISLETMESIAS“ განახორციელებს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ“ დააკმაყოფილა კომპანიის განაცხადი მიმდინარე წლის მარტიდან აპრილის ჩათვლით მესტიის საკურორტო ზონაში ოპერირების განხორციელების თაობაზე.

„ვერტმფრენების კომპანია მესტიის საკურორტო ზონაში ოპერირებას ქართულ „SkiGeorgia“ ჯგუფთან პარტნიორობით გეგმავს. ფრენები თურქული კომპანიის კუთვნილი ორი ერთეული Eurocopter AS 350 83-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით, ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში, ვიზუალური ფრენის წესებით (VFR) განხორციელდება.

 „Heli-Skiing”-ი ექსტრემალური სპორტის სახეობაა და მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისგან დაკომპლექტებული მცირე ჯგუფების ვერტმრენებით გაუკვალავ თოვლში გადასხმას და პროფესიონალი ინსტრუქტორების დახმარებით მათვის თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს. სათავგადასავლო ტურიზმის მიმდევრები ტურების დაჯავშნას წინასწარ, ზამთრის სეზონის დადგომამდე ახდენენ.

 საქართველოს ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების თაობაზე  სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მიმდინარე  წელს მესამე განაცხადს აკმაყოფილებს. გერმანული „HTM Helicopter Travel Munich GmbH“-ისა  და ავსტრიული „Wucher Helikopter Gmbh“-ის კუთვნილი ვერტმფრენები გუდაურის საკურორტო ზონაში ოპერირებენ.

აღნიშნული კომპანიების ოპერირება ხელს შეუწყობს ზამთრის ტურიზმის განვითარებას საქართველოში, უცხოელი ტურისტების მოზიდვას ქვეყნის სათხილამურო კურორტებზე და ზამთრის ტურიზმისათვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics