18:15 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-13 13:53:12, 1729 ნახვა

სამხედრო
რეინჯერთა მომზადების სკოლა რეინჯერთა მორიგმა ნაკადმა დაასრულა

მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის რეინჯერთა მომზადების სკოლა რეინჯერთა მე-11 ნაკადმა დაასრულა.

რეინჯერის მრწამსის წარმოთქმის შემდეგ, პირად შემადგენლობას სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა სერტიფიკატები გადასცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

18-კვირიანი მომზადების განმავლობაში მსმენელებმა გაიარეს თეორიული, პრაქტიკული და ფიზიკური წვრთნები, რაც მოიცავდა: სამედიცინო, აერომობილურ, სამთო, საცეცხლე, საინჟინრო და წყალზე მომზადებებს. ასევე, კურსანტებმა შეისწავლეს ტოპოგრაფია, კავშირგაბმულობა და ტაქტიკა. 

დღეიდან კურსდამთავრებულები სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა საბრძოლო ბატალიონებში გადანაწილდებიან და თავდაცვის ძალებში სამსახურს გააგრძელებენ. სამხედრო მოსამსახურეებს  კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შეუძლიათ სწავლა განაგრძონ „სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამაზე“, რომლის დასრულების შემდეგაც ჩაირიცხებიან სპეციალური  ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების ბატალიონში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics