13:53 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-14 22:05:46, 851 ნახვა

სამხედრო
გენ. მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრებმა საველე გასვლა ჩაატარეს

გენ. მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრებმა საველე გასვლა განახორციელეს.

საბაზისო კურსის მე-4 დღეს ახალგაზრდებს ლექცია ჩაუტარდათ. ლეგიონის ახალწვეულები შენიღბვის ძირითად პრინციპებსა და შესაბამის ეკიპირებას გაეცნენ, რის შემდეგაც საველე სავარჯიშოები გაიარეს.

საველე სწავლებას საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, მისი მოადგილე თეონა აქუბარდია, ეროვნული გვარდიის G5 უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ნინუა და აშშ-ს საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ორმხრივ ურთიერთობათა ოფიცერი, მაიორი ზაკ ქასლი დაესწრნენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ და “გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის

ახალგაზრდულ ლეგიონს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. მემორანდუმის თანახმად სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამაღლების მიზნით, ეტაპობრივად იგეგმება და ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ორმხრივი შეხვედრები, დიალოგები და კონსულტაციები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics