14:37 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-20 13:29:39, 4141 ნახვა

კულტურა
ექსპერტების განცხადებით, გელათის რეაბილიტაციისას დაშვებული შეცდომების გამოსწორება გამოუცდელ კომპანიას დაევალა

„ევროპა ჩვენი სახლია” დამფუძნებელმა, თორნიკე ბარათაშვილმა, აცხადებს, რომ გელათის რეაბილიტაციაზე ​მუშაობდნენ კადრები, რომლებსაც გამოცდილება არ ჰქონდათ.

მისივე განცხადებით, ახალი კომპანია, რომელსაც გელათის რეაბილიტაციისას დაშვებული შეცდომების გამოსწორება დაევალა, გამოუცდელია.

„კვალიფიციური კადრის პრობლემა არსებობდა და აქ მუშაობდნენ ადამიანები, ვისაც გამოცდილება არ ჰქონდა, ეს უბრალოდ არ უნდა გაერისკათ, სწორედ ამაზეა როდესაც ექსპერიმენტებზე ვსაუბრობთ, ის გრძელდება დღესაც ამ ეზოში, მიტოვებულია დასავლეთის მკლავი, ვერ ვხედავთ ვერც ერთ ადამიანს, ვინც აქ უნდა მუშაობდეს. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვინც აქამდე ასრულებდა სამუშაოებს იყო გამოცდილი კომპანია, რომელსაც არაერთი ჯილდო ჰქონდა მიღებული, ახლა შემოჰყავთ კომპანია რომელსაც არანაირი გამოცდილება არ აქვს. რა გარანტია გვაქვს ჩვენ ყველას რომ ვითარება გამოსწორდება? “, - აცხადებს თორნიკე ბარათაშვილი.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics