01:14 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-26 00:04:29, 1019 ნახვა

სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით კიბერუსაფრთხოების თანამედროვე ცენტრის შექმნა დაიგეგმა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2020 წლის საქმიანობა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში შეაჯამა.

მინისტრმა საფრთხეების გათვალისწინებით, თავდაცვის სრულყოფილ უზრუნველყოფაზე გაამახვილა ყურადღება, რაც ეფექტური კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გარეშე შუძლებელია.

„თანამედროვე საფრთხეების გათვალისწინებით, შეუძლებელია თავდაცვის სრულყოფილი უზრუნველყოფა ეფექტური კიბერუსაფრთხოების საშუალების გარეშე. ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ამერიკულ კომპანიასთან „ფაირაისთან“ გავაფორმეთ კონტრაქტი მრავალწლიანი თანამშრომლობის შესახებ.

წელს გავხდით ნატოს მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მრავალეროვნული, პლატფორმის  ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანა. ასევე, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, დაიგეგმა კიბერუსაფრთხოების თანამედროვე ცენტრის შექმნა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ საკითხებში ამერიკელი და ბრიტანელი პარტნიორების დახმარებაზე და ისაუბრა სადაზვერვო შესაძლებლობებისა და ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებაზე ჯარში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics