2015-09-29 16:43:19, 681 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს
ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.3816 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.3827 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში გაუფასურდა. 1 ევრო ხვალ 2.6736 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.6636 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0100 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან