2015-09-21 15:57:09, 622 ნახვა
ეკონომიკა
თამაზ მეჭიაური ლარის კურსთან მიმართებაში ოპტიმისტურად არის განწყობილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე თამაზ მეჭიაური ლარის კურსთან მიმართებაში ოპტიმისტურად არის განწყობილი.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, გაერკვევა არსებულ სიტუაციაში და რყევების მინიმუმადე შემცირებას უზრუნველყოფს.
„მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მგონია, რომ აღნიშნული სააგენტო, საბჭო დროულად გაერკვევა სიტუაციაში, მიიღებს ისეთ ზომებს, რომელიც უზრუნველყოფს ამ რყევების მინიმუმამდე შემცირებას და ლარის იმ ნიშნულამდე დაყვანას, რომელიც შეესაბამება დღეს არსებულ საგარეო და საშინაო ფაქტორებს“, - აღნიშნა მეჭიაურმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან