16:30 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-30 10:51:06, 1096 ნახვა

სამხედრო
I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი GDRP-ის პროგრამაში ოფიციალურად ჩაერთო

I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) ოფიციალურად ჩაერთო. საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა, სამხედროებს პროგრამის დაწყება მიულოცა და წვრთნების წარმატებით ჩატარება უსურვა.

I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი GDRP-ის ფარგლებში მომზადებას 13 კვირის განმავლობაში გაივლის. ქვედანაყოფი წვრთნებს ასეულის და ბატალიონის დონეზე რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში, ვაზიანის, ალგეთის და ნორიოს საწვრთნელ რაიონებში, დღისა და ღამის პირობებში გაივლის. სწავლებაში ყურადღება თავდაცვით და შეტევით ოპერაციებს, ასევე წვრთნების მენეჯმენტსა და საბრძოლო სროლებს დაეთმობა.

ბატალიონს მოამზადებენ JTEC-ის საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC-Combat Training Center) ინსტრუქტორები და აშშ-ის ევროპის სარდლობის I კავალერიის, III ქვეითი დივიზიის, II ბრიგადის ინსტრუქტორთა ჯგუფი. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) ჩართვამდე მე-11 ბატალიონმა წინამოსამზადებელი 6-თვიანი სწავლება გორსა და ნორიოში ინდივიდუალურ, ათეულისა და ოცეულის დონეზე გაიარა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics