2020-09-04 13:53:23, 10420 ნახვა
Lifestyle
007 სიკვდილის დრო არ არის - ნოემბერში გამოვა (თრეილერი)
COVID-19-ის პანდემიის პირობებში დახურული კინოთეატრების გამო, უამრავი კინოსიახლის პრემიერა გადაიდო. ბევრმა კომპანიამ საკუთარი კინოლენტები სტრიმინგულ პლატფორმებზე განათავსა.
სტუდია Universal Pictures-მა "ჯეიმს ბონდის" საიუბილეო, 25-ე ფილმის ჩვენება პანდემიის დამთავრებას დაამთხვია.
თავდაპირველად «No Time To Die» ამ წლის აპრილში უნდა გვენახა, მაგრამ კინოსტუდიამ საერთაშორისო პრემიერა 10 ნოემბერზე გადაიტანა.
საიდუმლო ჯაშუშის როლში კვლავ დენიელ რედკლიფი გახლავთ. მთავარ როლებში აგრეთვე რეიფ ფაინსი, რამი მალეკი, ჯეფრი რაიტი და ლეა სეიდუ მონაწილეობენ.
ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან