20:51 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-29 10:51:49, 10220 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტრომ სამედიცინო დანიშნულების მაღალი გამავლობის ახალი ავტომანქანები შეიძინა

თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის Toyota Land Cruiser-ის მაღალი გამავლობის „ამბულანსების“ გადაცემის ცერემონია გაიმართა. სამედიცინო ავტომობილები თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობაში გადანაწილდება.

ახალი სატრანსპორტო საშუალებები ყველა საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი, რაც უზრუნველყოფს სწრაფად და ეფექტურად გადაადგილების შესაძლებლობას. ახალი „ამბულანსებით“ დაკომპლექტების პროცესი თავდაცვის ძალებში კვლავ გაგრძელდება.

თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, საქართველოს თავდაცვის უწყების ახალი სპეცტექნიკით განახლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ახალი ავტომობილების გადაცემის პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა და ქვედანაყოფები Toyota Hilux ტიპის პიკაპებითა და Toyota Land Cruiser-ით აღიჭურვა. ახალი პროექტის მიხედვით, მოძველებული საბჭოთა წარმოების სპეც-ტექნიკა თანამედროვე, მსოფლიო და ევროპული ლიდერი კომპანიების - გერმანული „MAN“ - ის, იტალიური „IVECO“ - ს და ამერიკული „FORD“ - ის მიერ წარმოებული სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლდება. ჯამში, თავდაცვის სამინისტრო 500-ზე მეტ ერთეულ სპეციალური დანიშნულების ტექნიკას შეიძენს. აღნიშნული პროექტი ჯარის ავტოტექნიკით დაკომპლექტებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics