03:30 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-12 17:22:53, 6946 ნახვა

სამხედრო
ქართული ჯარის ნატოს სტანდარტებით ეკიპირება წარმატებით ხორციელდება

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში  გამოსვლისას, ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება კიდევ ერთ  მნიშვნელოვან  ინიციატივაზე,  უმაღლესი ხარისხის, ნატოს სტანდარტების ეკიპირების უზრუნველყოფაზე გაამახვილა და ხარისხიანი ეკიპირება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა.

„თავდაცვის ძალების 29 წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, სამხედროები  გერმანული წარმოების, „ლოვასა“ და „ჰაიქსის“ მიერ დამზადებული ზამთრისა და ზაფხულის სამხედრო ფეხსაცმელით სრულად იქნებიან უზრუნველყოფილნი. პროცესი უკვე დაწყებულია და თვის ბოლოს დასრულდება, ხოლო საშემოდგომო და ზამთრის ფეხსაცმელები სექტემბერში შემოვა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

თავდაცვის მინისტრმა პროდუქციის დაბალ ფასად შესყიდვა წარმატებულ მოლაპარაკებებსა და   კონტრაქტის, შუამავლების გარეშე, პირდაპირ მწარმოებლებთან გაფორმებას დაუკავშირა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატებს ჯარში უნიფორმების სტანდარტის შეცვლისა და ერთობლივი საწარმოს ჩამოყალიბების მიზნით, საქართველოში მოქმედ ფაბრიკასთან  აქტიურად მუშაობის  შესახებ ინფორმაცია მიაწოდა:

„აქტიურად ვმუშაობთ, „დელტა“ მუშაობს საქართველოში მოქმედ ფაბრიკასთან.  ეს კომპანია მაღალი დონის ბრენდებს უწევს მომსახურებას. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ საწარმოს აქტივებისა და ფინანსური მდგომარეობის შესწავლა.  ჩვენი საბოლოო გეგმაა, რომ საწარმომ ქართული წარმოების, მაღალი ხარისხის უნიფორმა, სამხედრო ყოველდღიური, სააღლუმო და  ფორმები გამოუშვას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, დღეს ქართველ ჯარისკაცებს   მაღალი ხარისხის ქსოვილისგან დამზადებული და ცვეთაგამძლე უნიფორმა აცვიათ, სწორედ იმ ხარისხის, რომლითაც უზრუნველყოფილია  ნატოს წევრი ქვეყნების, მათ შორის აშშ-ის ჯარი. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics