05:09 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-25 15:23:03, 633 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ჯავახიშვილი: როდესაც ადამიანი ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე ლაპარაკობს, ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოს

როდესაც ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე ლაპარაკობს ადამიანი, ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა პრემიერის შენიშვნის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმად „უპასუხისმგებლო ექსპერტები და პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ლარი გაუფასურდება“.

ჯავახიშვილის თქმით, პრემიერის განცხადება სწორი იყო.

„უხსოვარი დროიდან, რაც ფული შეიქმნა, იმის მერეა ეს პრობლემა. კუპონის პერიოდი რომ გვქონდა, ხელისუფალის თუ ექსპერტის ნებისმიერ განცხადებას ძალიან დიდი რეალური შედეგები ჰქონდა, უარყოფითიც და დადებითიც. საერთოდ, როდესაც ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე ლაპარაკობს ადამიანი, ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოს. იმიტომ რომ ამაზეა ადამიანის ამ წუთიერი იმედები დაფუძნებული. პრემიერი აბსოლიტურად მართალი იყო, ეს შეურაცხმყოფელი არ იყო არავისთვის, უფრო მოწოდება იყო იმისა, რომ ფრთხილად მოიქეცით, როდესაც ლარზე ლაპარაკობთ“, – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics