18:47 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-14 11:37:41, 524 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური: წლის მეორე ნახევარში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცვლით კურსზე არანაირი დატვირთვა არ იქნება

წლის მეორე ნახევარში სახელმწიფო ბიუჯეტიდან არანაირი მაკროეკონომიკური დატვირთვა, მათ შორის გაცვლით კურსზე არ იქნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ბიუჯეტის შესრულების 7 თვის მონაცემების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა.

მისი თქმით, ბიუჯეტი თანაბრად იხარჯება და წლის მეორე ნახევარში დიდი რაოდენობის თანხა არ დაიხარჯება.

„პირველ და მეორე კვარტალში წელს გვაქვს ყველაზე მაღალი ხარჯვა, ხოლო მეოთხე კვარტალში გვექნება ყველაზე დაბალი ხარჯვა იმ ხარჯებს შორის, რომელიც ოდესმე ჰქონია საქართველოს ბიუჯეტს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წლის მეორე ნახევარში სახელმწიფო ბიუჯეტიდან არანაირი მაკროეკონომიკური დატვირთვა, მათ შორის გაცვლით კურსზე არ იქნება. ბიუჯეტი იხარჯება თანაბრად. თუ მაგალითად, 2011 წელს ვხარჯავდით 32%–ს წლიური ხარჯის მეოთხე კვარტალში, წელს დავხარჯავთ მხოლოდ 27%–ს. ერთადერთი გამონაკლისი არის 2012 წელი, როდესაც მესამე კვარტალზე მოდის ყველაზე დიდი ხარჯვა და ეს იყო წინასაარჩევნოდ. 2012 წელს წინა ხელისუფლებამ ბევრი პროექტი განახორციელა წინასაარჩევნოდ მესამე კვარტალში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ წლის მეორე ნახევარში და განსაკუთრებით, მეოთხე კვარტალში დავხარჯოთ დიდი რაოდენობის თანხა“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ამასთან, როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ბიუჯეტს გაცვლით კურსთან მიმართებაში მხოლოდ შემაკავებელი, დადებითი როლი ჰქონდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics