|
2015-08-12 11:54:05, 619 ნახვა
ეკონომიკა
საჯარო რეესტრი: 2015 წლის ივლისში საქართველოში 4 180 ბიზნეს სუბიექტია დარეგისტრირებული
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის ივლისში საქართველოში 4 180 ბიზნეს სუბიექტია დარეგისტრირებული. 2015 წლის ივლისის თვეში ქვეყა- ნაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 180 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 97.3% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგა- დოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგა- დოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 2.7% - არასამეწარ- მეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფი- ლიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი). ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 0.955 დონეზე დაფიქსირდა. ა.წ. ივლისის თვეში ზრდა დაფიქსირდა როგორც წინა თვესთან (4.0%-ით), ისე წინა წლის იმავე თვესთან (14.5%-ით) შედარებით. 2015 წლის ივლისის თვეში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 3.9%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 7.5%-ით გაიზარდა. ანალოგიური ტენდენცია დაფიქ- სირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებითაც: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა 14.6%-ით და არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა 8.6%-ით. ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარ- მეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 0.957 და 0.898 დონეებზე დაფიქსირდა. ა.წ. ივლისის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2 477 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 59.3%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის სა- ზოგადოების (1 512 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 36.2%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 95.5% კვლავ მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესო- ბას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 113 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 54 კოოპერატივი, 15 სააქციო საზოგადოება, 8 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი და 1 საჯარო სამართ- ლის იურიდიული პირი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)