|
2015-08-10 15:45:49, 654 ნახვა
ეკონომიკა
მთავრობა ყურძნის სუბსიდირებას წელსაც განახორციელებს
მთავრობა ყურძნის სუბსიდირებას წელსაც მოახდენს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერ-მინისტრის დავალებით, წლევანდელ რთველზე მთავრობა ყურძნის სუბსიდირებას განახორციელებს. მისივე თქმით, ძირითადად შარშანდელი მიდგომები გავრცელდება, თუმცა ასევე არის გარკვეული ცვლილებები. "ჩვენთვის რთველი ერთ-ერთი მაღალპრიორიტეტულია. სუბსიდირება გადაწყდა, წელს იქნება სუბსიდირება პრემიერის დავალებით. ტარიფებისა და მეთოდოლოგიების შესახებ ინფორმაციას ხვალ მოგაწვდით. ძირითადად გავრცელდება შარშანდელი მიდგომები, თუმცა იქნება გარკვეული ცვლილებებიც“, - განაცხადა ოთარ დანელიამ. ამასთან, სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, წელს ყურძნის მოსავალი ძალიან კარგია. „მოსავალი არის ძალიან კარგი, მინიმუმ 30 პროცენტით მეტი ვიდრე შარშან. ეს გამოიწვია ბევრმა ღონისძიებამ, მათ შორის, სეტყვის საწინააღმდეგო ტექნოლოგიამ, რომელმაც მინიმუმ 32 პრევენცია განახორციელა წელს”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)