12:17 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 13:25:19, 924 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ივანიშვილი: მარგველაშვილმა არც თავში იცოდა თავისი უფლებები და დღესაც არ ესმის

გიორგი მარგველაშვილი საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაციას არც პრეზიდეტად არჩევამდე ფლობდა და არც ახლა ფლობს, - ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტს, რომელმაც აღნიშნა, რომ  პრეზიდენტად არჩევამდე მოსახლეობას საავადმყოფოს პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.

ივანიშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, მარგველაშვილს ყველაფრის მართვა უნდოდა და ეს იყო პრობლემა.

“რაც შეეხება საავადმყოფოს, ცუდია და სამწუხაროა, რომ ამ რეგიონში ასეთი მდგომარეობაა. საერთო დამოკიდებულება ჯანდაცვაზე თქვენ იცით. დიდი რესურსი ბიუჯეტიდან სწორედ ამ მიმართულებით იყო დახარჯული და იხარჯება დღესაც. სერგეენკო გახლავთ ძალიან წარმატებული მინისტრი და კარგი მენეჯერი. ეტყობა რომ ყველაფერს ვერ გავწვდით.

რაც შეეხება პრეზიდენტის დაპირებებს პრეზიდენტმა არც თავში იცოდა რა უფლებები ექნებოდა და დღესაც არ ესმის საუბედუროდ და სამწუხაროდ, რომ ეს არ არის მისი სფერო. პრეზიდენტის სფერო არ არის საავადმყოფოს აშენება ან ჯანდაცვის მიხედვა. ეს მთავრობის საქმეა და თუ დარღვევაა, მთავრობას უნდა მოვთხოვოთ პასუხი. მანამდეც მქონდა საუბარი მასთან, რომ კონსტიტუცია მანამდე უნდა წაგეკითხა-მეთქი. არჩევნები რომ დამთავრდა და მოვიდა, ყველაფრის მართვა უნდოდა და ეს იყო პრობლემა", - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics